shokoladi
Friday, February 1, 2013
Friday, November 30, 2012
სახეები
XIX საუკუნეში ფრანგი ფარმაცევტი შოკოლადზე წერდა: „ეს არის ღვთებრივი სასმელი, ნამდვილი პანაცეა, უნივერსალური წამალია ყველანაირი დაავადებისთვის...“ XIX-ში გაჩნდა პირველი შოკოლადის ფილები. ჟაკ ნეაუსმა გამოიგონა პირველი კანფეტი პრალინეს (დამდნარ შაქარში მოხალული და შემდგომ პასტად დაქუცმაცებული თხილი) გულსართით. საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა შოკოლადის მრავალი სახეობა. ეს განპირობებული იყო როგორც კულტურათა და ტრადიციათა თავისებურებებით, ასევე ტექნოლოგიური მიღწევებით.
ფერის მიხედვით განასხვავებენ: შავი, ყავისფერი და თეთრი შეფერილობის. მდგომარეობის მიხედვით კი შოკოლადი გვხვდება: თხევადი, მყარი და შოკოლადის ფხვნილი. კულინარიაში შემდეგი სახის შოკოლადები გამოიყენება:
- მწარე ან საცხობი შოკოლადი სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს. ეს არის ძალიან მწარე გემოს, ძლიერი არომატის შოკოლადის ფხვნილი ან ფილა, რომელიც ძირითადად საცხობად გამოიყენება.
- შავი შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, ხშირად მას სუფთ შოკოლადსაც ეძახიან. ამერიკის კანონმდენლობა მას ტკბილი შოკოლადების კატეგორიას ანიჭებს და განსაზღვრავს მასში კაკაოს ლიქიორის (სუფთა შოკოლადის) 15% მინიმალურ ზღვარს. ევროპული კანონმდებლობით, კი შავი შოკოლადი 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს უნდა შეიცავდეს.
- ტკბილ-მწარე შოკოლადი და ნახევრად ტკბილი შოკოლადი ეს არის შავი შოკოლადი კაკაოს ლიქიორის მაღალი კონცენტრაციით (პირველი სახეობა უფრო). მას ახასიატებს მწარე გემო, არ გამოიყენება როგორც დესერტი და შესაბამისად ფართო გამოყენებას პოვებს კულინარიაში. ეს ორი სახეობაა ძირითადად მოხსენიებული რეცეპტებში.
- რძის შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატით. ამერიკული კანონმდებლობით უნდა ახასიათებდეს მინიმუმ 10% შოკოლადის სიროფის კონცენტრაცია. ევროპული კანონმდებლობა კი განსაზღვრავს შოკოლადის ფხვნილის 25% ოდენობას.
- თეთრი შოკოლადი მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან.
- კაკაოს ფხვნილი მწარე შოკოლადი, რომელიც გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და მიყვანილია ფხვიერ მდგონარეობამდე. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს.
- შოკოლადის ”ჩიპსი მყარი შოკოლადი, რომელიც შეიძლება დამზადებული იყვეს ნებისმიერ ფერის და სიტკბოს შოკოლადით. მთავარი მახასიათებელი ამ შემთხვევაში ფორმაა, იგი შეიძლება იყვეს ბურთის, კონუსის, ფოთლის და ა.შ. ფორმის, მაგრამ ზომით არის პატარა და ხშირად არ აღემატება 1 სმ-ს დიამეტრით. გამოიყენება კულინარიაში როგორც გასაფორმებლად ასევე ბისკვიტებში. განსაკუთრებით კექსებში, ჭიქის კექსებში, მაფინებში და ა.შ.
- ჰაეროვანი შოკოლადი შოკოლადი მრავალი პატარა ბურთულით სასიამოვნო ნუგბარია, რომელსიც დამზადების ორიგინალური წესით გამოირჩევა. უკვე სასურველი გემოვნებით შემზადებულ შოკოლადის თხევად მასას ათავსებენ ვაკუუმ-ქოთნებში, სადაც +40 გრადუსზე 4 საათის განმავლობაში მზადდება. რის შემდეგაც მისი საერთდ შეხებისას წარმოიქმნება სწორედ ეს საუცხოო ფორებიანი შოკოლადი.
- თხევადი შოკოლადი ის შეიძლება მომზადებული იქნეს როგორც შავი შოკოლადიდან, ასევე შეიძლება მომზადდეს კაკაოს ფხვნილის, სითხის (რძე, წყალი) და შაქრის შეზავებით. მომზადების მრავალი წესი არსებობს, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის მისი თხევად მდგომარეობაში არსებობა და ისე გამოყენება.
·
შოკოლადი არა მხოლოდ ჯანმრთელი და სასარგებლო სასუსნავია, წონის პრობლემისგან თავის დაღწევაშიც დაგეხმარებათ.
·
მწარე შოკოლადი შეიცავს კოფეინს და აქვეითებს მადას. აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და წვავს ცხიმებს, ასე რომ, შეგიძლიათ თამამად მოიმარაგოთ თქვენი საყვარელი ტკბილეულის ფილები და ზედმეტ კალორიებს “გემრიელად” შეუტიოთ.
·
კაკაოს მარცვლები ანტიოქსიდანტების უფრო დიდი რაოდენობას შეიცავს ვიდრე მწვანე ჩაი ან წითელი ღვინო.
·
გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ შოკოლადს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:
·
•
ეფექტური სტიმულატორია
– ნახშირწყლები, რომელსაც თითქმის ყველა სახის ტკბილეული დიდი რაოდენობით შეიცავს. ეს ნივთიერება გონებრივი სამუშაოსგან გადაღლილს, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ენერგიის მოკრებაში გეხმარებათ.. მნიშვნელოვანია კოფეინთან ერთად, შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმიც – ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ებრძვის დეპრესიას და იმუნიტეტზეც დადებითად მოქმედებს.
·
•
დღეში 30-40
გრამი შოკოლადის მიღება სასარგებლოა
გულ-სისხლძარღვთა
დაავადებების
პროფილაქტიკისთვის. მასში შემავალი ფლავონოიდები ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და წნევის დაქვეითებას განაპირობებს. პროციანიდები კი ათეროსკლეროზის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
·
•
გემრიელი დესერტი შეიძლება საუკეთესო ანტიდეპრესანტიც
იყოს. მეცნიერებმა
შოკოლადში აღმოაჩინეს ნივთიერება,
რომელიც ტვინის იმავე ნაწილს ააქტიურებს,
რომელსაც ნარკოტიკი. ასე რომ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კაკაოს მარცვლებისგან
დამზადებული
ტკბილეული ორგანიზმზე კოკაინის მსგავსად მოქმედებს და არ გაგიკვირდეთ
თუ გუნება-განწყობილებასაც
საგრძნობლად
აგიმაღლებთ.
·
•
მწარე შოკოლადი კარიესისგან
დაგიცავთ. მასში შემავალი ნივთიერებები
ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების
გამრავლებას.
ამასთან, კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და ქვების წარმოქმნას აფერხებს.
·
•
და ბოლოს, შავი შოკოლადი უფრო მდიდარია ვიტამინებით,
ფოსფორით, რკინით და კალიუმით, ვიდრე ვაშლი, წიწიბურა ან რძის პროდუქტი. შესაბამისად,
შოკოლადი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე,
ძვლოვანი ქსოვილების განახლებასა
და სისხლწარმოქმნის
პროცესზეც.
თუ ამ გემრიელობისგან თავის შეკავება ალერგიის გამო გიწევთ, გაცნობებთ, რომ მწარე შოკოლადი მხოლოდ აძლიერებს საკვების ალერგიულ რეაქციებს, თავად კი მას იშვიათად იწვევს.
თუ ამ გემრიელობისგან თავის შეკავება ალერგიის გამო გიწევთ, გაცნობებთ, რომ მწარე შოკოლადი მხოლოდ აძლიერებს საკვების ალერგიულ რეაქციებს, თავად კი მას იშვიათად იწვევს.
Subscribe to:
Posts (Atom)