სიტყვა „შოკოლადი“ კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის „ჩოკოლატლის“ დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე „ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო „ატლი“ წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.
ყველა დროისა და ყველა თაობის საყვარელი ტკბილეული - შოკოლადი, რომელსაც ჩვენი უზველესი წინაპრები ''ღმერთების საკვებს'' უწოდებდნენ, იგი დასაბამს უძველესი დროიდან იღებს, ამ ტკბილეულობასთან დაკავშირებული ლეგენდები და ისტორიები იმდენად ბევრია, რომ მკვლევარებს უკვე სათვალავიც აერიათ. საყოველთაოდ მიღებული ვერსიის თანახმად, შოკოლადის გემოს საიდუმლო პირველად მექსიკის ყურის სანაპიროზე მცხოვრები მაიას ტომისთვის გახდა ცნობილი. ამ ტომის წარმომადგენლებს კაკაოს ღმერთის სჯეროდათ და სხვადასხვა რიტუალების დროს მას როგორც წმინა სასმელს ისე სვამდნენ. აღსანიშნავია, რომ იმ დროს კაკაოს ნაყოფს ფულის ფუნქციაც ჰქონდა! მაგალითად, მონის ყიდვა კაკაოს 100 ნაყოფით შეიძლებოდა. ღვთაებრივ მარცვლებს ''კაკასოლატს'' უწოდებდნენ და მას სხვადასხვა დადებით და ზოგჯერ მისტიკურ თვისებებსაც მიაწერდნენ. ეს გარკვეულად იმით აიხსნება, რომ ჯერ კიდევ იმ დროს,ჩვენმა წინაპრებმა შოკოლადში მატიმულირებელი თვისება აღმოაჩინეს!
აცტეკების ლეგენდის თანახმად, კაკაოს ხის ნაყოფში, სიბრძნე და ძლიერება იყო. ამ ტომის ბელადს მონტეესემას, ეს ტკბილეულობა ისე უყვარდა, რომ დღეში 50 ჭიქა ცხელ კაკაოს მიირთმევდა.
ევროპელები ამ წმინდა სასმელს XVI საუკუნეში გაეცნენ. როდესაც კუნძეულ გაინას მოსახლეობა დიდ მოგზაურს ქრისტოფორე კოლუმბს კაკაოთი გაუმასპინძლდა. გადმოცემის ტანახმად კოლუმბის მიერ ევროპაში ჩატანილი კაკაოს მწარე მარცვლები ევროპელებმა ვერ შეიყვარეს და მალევე მიივიწყეს. თუმცა ეგრეთ წოდებული ''ღმერთების სასმელი'' ესე ადვილად დასავიწყებელი არ იყო... მექსიკაში, ესპანელი მეფის მიერ წარგზავნილის ფერნანდ კორტესის წყალობით, შოკოლადი ესპანელ დიდგვაროვნებს შორის მალე ძალზედ პოპულარული გახდა!
1631წ. ექიმებმა აღმოაჩინეს შოკოლადის დადებითი და სამკურნალო თვისებები. შოკოლადის პირველი სამკურნალო რეცეპტი შეიმუშვა ესპანელმა ანტონიო კოლმენერო დე ლედემ, რომელიც მკურნალობდა ესპანელ დიდგვაროვნებს.გერმანელმა იმპერატორმა კარლ V-ემ გააცნობიერა რა კაკაოს კომერციული მნიშვნელობა მოითხოვა მონოპოლია ამ პროდუქტზე. თუმცა XVII საუკუნის დასაწყისში კონტრაბანდისტებმა შოკოლადი ჰოლანდიის ბაზარზე შეიტანეს. 1606 წ. კი შოკოლადმა იტალიის საზღვრებს მიაღწია. 9 წლის შემდეგ ესპანეთის მეფის ფილიპ III-ის შვილმა ანამ ჩამოიტანა პირველი შოკოლადი პარიზში. 1650 წელს შოკოლადის სმა დაიწყეს ინგლისელებმა. 1657 წელს ლონდონში იხსნება პირველი „შოკოლადის სახლი“. ეს სასმელი კულტურის ნაწილი ხდებოდა. მის მიხედვით დროის განსაზღვრაც კი ხდებოდა. როდესაც იტყოდნენ “მოდით შოკოლადი დავლიოთ“ ეს ნიშნავდა „გელოდები საღამოს 8 საათზე“.
1674 წ-დან შოკოლადით დაიწყეს რულეტების და ნამცხვრების გაკეთება.
1700წ. ცხელი შოკოლადი იყო საკმარისად ძლიერი სასმელი, მაგრამ ხალხმა ისწავლა შოკოლადში რძის ჩამატება(პირვლად ეს გააკეთეს 1700წ ინგლისელებმა), რამაც შოკოლადს მიანიჭა აუცილებელი სიმსუბუქე. მას შემდეგ შოკოლადი მნიშვნელოვნად გაიაფდა და ბავშვებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.
შოკოლადს კიდევ ორი საუკუნე დასჭირდა, რომ
მიეღო თანამედროვე ფორმა, გემო და ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
1822 წლიდან იწყება შოკოლადის წარმოებაში კრიზისი. ერთის მხრივ შოკოლადის მოხმარება იზრდებოდა, შოკოლადის მწარმოებელი ქარხნები
უფრო ფართოვდებოდა და ხარისხიანი ნედლეული ხდებოდა არასაკმარისი. პოლიტიკური არასტაბილურობა და ომის საფრთხე ლათინურ ამერიკაში ხელს უშლიდა რეგულარულ მიწოდებას. საუკუნეების განმავლობაში აქტიურმა ექსპლუატაციამ გამოფიტა ამერიკის კაკაოს პლანტაციები, ამიტომ კაკაოს მოვაჭრეები ეძებდნენ ახალ შესაფერისი კლიმატის
რეგიონს, სადაც გაიზრდებოდა კაკაოს ხე. ასეთი ადგილი მათ იპოვეს სამხრეთ ამერიკაში(ეკვადორი, ბრაზილია), აზიაში(ინდონეზია)და აფრიკაში (კონგო).
1828წ. ჰოლანდიელმა, კონრად ვან ჰაუტენმა დააპატენდა ჰიდრავლიკური პრესი, საიდანაც
კაკაოს მარცვლებისგან კაკაოს ცხიმი გამოიყვანა, რათა შემცირებულიყო შოკოლადის სიმწარე. შემდეგ ინგლისელმა ჯოზეფ ფრაიმ პირველი შოკოლადის ფილა ჩამოასხა და გამოიყენა ინგრედიენტად შაქარი.
1876წ. შვეიცარელმა დანიელ პეტერმა კაკაოს დაუმატა კაკაოს ფხვნილი და რძე, რომლისგანაც მიიღო რძიანი შოკოლადი. რძიანი შოკოლადი მაშინვე პოპულარული გახდა შვეიცარიაში. სამწუხაროდ შვეიცარელის სახელი ბევრმა არ იცის, რადგან ჰგონიათ, რომ ფარამაცევტი ანრი ნესტლე არის რძიანი შოკოლადის შემქმნელი.
1867წ. ამედე კოლერმა შეიმუშავა პირველი შოკოლადი თხილით.
1867წ. შვეიცარელმა ჟან ტობლერმა შექმნა ხსნადი შოკოლადი. რუდოლფ ლინტი აწარმოებდა საფირმო შოკოლადს „ფონდანტს“.
1893წ. ამერიკელმა მილტონ ჰერშიმ შექმნა მთლიანი ქალაქი სახელად „ჰერში“, რომლის მაცხოვრებლებიც მხოლოდ ტკბილეულის მომზადებით იყვნენ დაკავებულები.
1950 წლიდან შოკოლადის მოხმარების გაიზარდა.
შოკოლადის მიწოდება დაიწყეს ევროპიდან აზიასა და აფრიკაში. ადრე იქ შოკოლადი პრაქტიკულად
არ გამოიყენებოდა,
მაგრამ ინგლისელი ჯარისკაცები
აფრიკაში და ამერიკელი ჯარისკაცები
აზიაში გულუხვად უზიარებდნენ
ადგილობრივ მოსახლეობას
შოკოლადს.1980-იან წლებში ახალი ტენდეცია შემოვიდა ფიტნესის და ჯანმრთელობის მიმართულებით, რაც აისახა კვების რეჟიმზეც. გამოჩნდა ახალი დიეტური შოკოლადი, მოდაში შემოვიდა განსხვავებული შოკოლადის დიეტები.
No comments:
Post a Comment